ზუგდიდის 29 სკოლაში დირექტორებს აირჩევენ - ყველგან თითო კანდიდატია წარდგენილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან 29 სკოლაში სამეურვეო საბჭოები დირექტორებს აირჩევენ.
ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, თითოეულ ამ სკოლაში თითო კანდიდატია წარდგენილი.
"სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს იქნება არჩევნები. ამ კვირაში უნდა დასრულდეს წარდგენები. რაც შეეხება სხვა 22 სკოლას, აქ მოვალეობების შემსრულებლები რჩებიან", - უთხრა ბულიამ რადიო "ათინათს".
იმ სკოლებს შორის, სადაც დირექტორები უნდა აირჩიონ, ზუგდიდის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებიცაა.
მასალის გამოყენების პირობები