რუსული თხევადი აირი ოკუპირებულ აფხაზეთში "განბაჟების" გარეში შევა - მედია
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში "ექსპორტირებული პროპანი (გათხევადებული აირი) საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება". შესაბამისი ოქმის რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა, წერს "აფსნიპრესი".
"პროტოკოლის დროებითი გამოყენება გათვალისწინებულია იმის გამო, რომ პროპანი აუცილებელი საქონელია. ამასთან, ენერგოდეფიციტის პირობებში, აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა წელიწადში 2 ათასი ტონა თხევადი ნახშირწყალბადის გაზების მიწოდება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამავე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოსკოვში 2023 წლის 16 მაისს მოეწერა. ოქმში სხვა საქონელთან ერთად, რომელიც მოსკოვს სოხუმში "უბაჟოდ" შეაქვს, გათხევადებული აირიც არის ნახსენები.
მასალის გამოყენების პირობები