აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური, - განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ
ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ეხებოდა.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას განმარტებით, არანაირი ვალდებულება არ არსებობს უშუქოდ დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთის დავალიანების გადასახდელად.
"სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით]", - თქვა მან.
ამავე თემაზე:
სოხუმი რუსული ელექტროენერგიისთვის 650 ათას დოლარს გამოყოფს
აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო - "ჩერნომორენერგო"
რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, - "ჩერნომორენერგო"
ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება - გია ხუბუა
მასალის გამოყენების პირობები