ზუგდიდში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 14 წევრი და აქტივის 3 თანამშრომელი ენმ-ს ტოვებს.
შესაბამისი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარტიიდან წავიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიაც. ისინი სწორედ ის წევრები არიან, რომლებიც შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს, რამდენიმე დღის წინ კი ლევან ხაბეიშვილის
გადადგომა მოითხოვეს.
"მინდა გითხრათ, რომ დღეს, აქ რასაც გავაჟღერებთ ჩვენთვის, თითოეული ადამიანისთვის ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება. ბევრი ვიფიქრე უძინარი ღამის შემდეგ, თუ როგორ დამეწყო და ვისთვის მიმემართა, ჩემი პირველი ადრესატი ამ შემთხვევაში არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნახავს ჩვენ მიერ მიღებულ მძიმე გადაწყვეტილებას", - თქვა კალანდიამ.
ჯერჯერობით, საკრებულოში ისინი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებად რჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები