მესტიის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დრომდე დაკეტილია.
ხაიშში კლდოვანი მასის ჩამოშლის შემდეგ დიდი მოცულობის ლოდები დევს, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება პარალიზებულია. ორივე მხარეს ათობით ავტოტრანსპორტი ელოდება გზის გახსნას.
როგორც ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, გზა უახლოეს საათებში გაიხსნება. ადგილზე მუშაობს ტრაქტორი, მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
კლდოვანი მასა ზუსტად ამ ადგილზე 31 დეკემბერსაც ჩამოიშალა. მაშინ გზის გასაწმენდად აფეთქებები გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები