ახალი ამბები
სოხუმში "როსნეფტის" მონოპოლიის გამო საწვავის კრიზისს ვერ აგვარებენ
სოხუმი მიიღებს აფხაზური კომპანიების მიერ შეძენილ და განბაჟებულ საწვავს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა" ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.

"დღეს, ჩვენი რუსი კოლეგების ინფორმაციით, გამოიცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულება, რომელმაც შეცვალა მთავრობის ადრე მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსული მხარე ირწმუნება, რომ "როსნეფტისთვის" " აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლების მინიჭება, რესპუბლიკაზე ნეგატიურად არ აისახება", წერს "აფსნიპრესი".

მისივე მონაცემებით, მათ მარაგში 6 ათასი ტონა საწვავი აქვთ, რაც მხოლოდ ერთი თვის სამყოფია. 

2023 წლის 21 დეკემბრიდან "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" უმოქმედოდ დგას აფხაზური კომპანიების მიერ არა "როსნეფტისგან", არამედ სხვა კომპანიებისგან შეძენილი საწვავი. 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ამჟამად მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მუშაობენ, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს მიმართავს დახმარებისთვის, "რესპუბლიკის ნავთობპროდუქტებით შეუფერხებლად მომარაგების საკითხთან დაკავშირებით".

მანამდე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. რუსული დადგენილების მოქმედების ვადა 6 თვეა.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.