დეკანოზი ილარიონ შენგელია 23 იანვარს, თბილისში გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ზუგდიდელი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების ფაქტს საკუთარ ფეისბუქზე გამოეხმაურა.
,,აკაკი ყოველთვის სიმართლეს იცავდა, მაშინაც როდესაც სიმართლის თქმა დასჯადი იყო და დღესაც. წინა რეჟიმის დროს გადაურჩა საპყრობილეში მოხვედრას,დღეს კი საპყრობილეშია, იმიტომ რომ ისევ სიმართლის და სიკეთის მხრეს დგას. თავისუფლება კაკოს და გიორგის'', - აღნიშნავს ილარიონ შენგელია.
მოძრაობა „ხმის“ წევრები 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.
საუბარია აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამავე თემაზე:ზუგდიდელ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები