სოფლის განვითარების სააგენტო განმარტავს იმ პროდეცურას, რომლითაც თხილის სუბსიდირების პროგრამაზე კონტროლი მკაცრდება.
სააგენტოს ინფორმაციით, აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა აწარმოონ.
აგრომაღაზიების წარმომადგენლებს ზუგდიდში უკვე გააცნეს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ივნისში სამეგრელოში 3 პირი
დააკავა. ბრალდებულები აგრომაღაზიას ფლობდნენ, სადაც ფერმერებს ეგრეთ წოდებული აგრო ბარათების გამოყენება შეეძლოთ.
ირკვევა, რომ შესაბამისი პროდუქციის რეალიზების ნაცვლად ბრალდებულები თხილის მწარმოებლებს აგრო ბარათზე დარიცხული თანხის 70-80% პროცენტს ხელზე უხდიდნენ და პროდუქციის გაცემის შესახებ ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. თავად კი სახელმწიფოსგან თანხის 100% იღებდნენ.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2023 წელს ამუშავდა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.
მასალის გამოყენების პირობები