დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
შედეგად, წარდგინების პროცესი გადაიდო.
"გუშინწინ ფრაქციის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობამ, წესდების მიხედვით 2/3-მა და ფრაქცია "ენმ" შეიცვალა სახელით "ახალი". ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას მათთან, ვინც დარჩნენ "ენმ"-ში, რომ ინტერფრაქციულად მიგვეღო საერთო სახელი, მაგრამ მათ ამაზე თანხმობა არ განაცხადეს და ჩვენ, 14-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია "ახალში" გაწევრიანების შესახებ. სამართლებრივად, ზუგდიდის საკრებულოში უკვე გუშინ შეუდგა ამ სახელწოდებით საქმიანობას და უკვე ფუნქციონირებს ფრაქცია "ახალი". დღეს, უბრალოდ, საკრებულო ცნობად იღებდა ამ ინფორმაციას", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.
საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ენმ"-ში დარჩენილი საკრებულოს წევრები.
"ენმ"-დან წასვლის შესახებ განცხადება მაია კალანდიამ 5 დეკემბერს
გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენები და აზრთა სხვადასხვაობა შეუძლებელს ხდიდა თანამშრომლობის პერსპექტივას. 13 მარტს მან
განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად მელიასა და გვარამიას პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდებოდა.
ამავე თემაზე:
დღეს საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შეიქმნება
მასალის გამოყენების პირობები