ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის აღსადგენი ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვირაბის შევსება, ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა.
უფრო ადრე, მანვე განმარტა, თუ რას უკავშირდებოდა, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები:
„გვირაბში იყო ბევრი ხე და ნაგავი შემოტანილი, დავცალეთ და გავწმინდეთ გვირაბი. ერთ ადგილას იყო მცირე დეფექტი და იმის აღდგენა მიდის ახლა“.
ხუბუას თქმით, ენგურჰესის მუშაობა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, შაბათს საღამოს ან კვირას აღდგება.
მისივე განმარტებით, აფხაზური მხარეს ელექტროენერგიით ახლა სრულად ქართული მხარე ამარაგებს:
„ქართული მხარე აწვდის ელექტროენერგიას, მაგრამ ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემას დაუბრუნებს, რამდენსაც წაიღებს ახლა აფხაზეთი და ეს აფხაზეთს ჩაეთვლება იმ 40% -ში“, - აღნიშნა მან.
ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის
60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები