ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
აქციის მონაწილეებს შორის პედაგოგები, საჯარო მოხელეები, ააიპ-ების თანამშრომლები არიან.
ისინი ამბობენ, რომ თბილისში “ქართული საქმისთვის” მიდიან და მათთვის “მთავარი ღირებულება” მამული, ენა და სარწმუნოებაა.
“ჩვენ ქართულ საქმეზე მივდივართ. ეს არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც მიესადაგება ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აზრით, ეს არის ქართული კანონი, რომელიც მოიტანს საქართველოს უფრო მეტ უსაფრთხოებას, დემოკრატიას, ურთიერპატივისცემას და იმ სიყვარულს, რომლითაც ყველა ჩვენგანი ვართ განმსჭვალული საქართველოს მიმართ. იქ ხუთჯერ, ათჯერ წავიკითხე და იქ ვერ დავინახე ვერცერთი სიტყვა რუსული. მე არასამთავრობოში 12 წელი ვმუშაობდი და ძალიან კარგად ვიცი არასამთავრობო რას ნიშნავს, ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მივდივართ ჩვენ ყველა ერთად მეგობრები, ნათესავები, რათა დავიცვათ ის ქართული კანონპროექტი, რომელიც უნდა შემოიტანონ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი და იმ ხალხისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება. ჩვენ დღეს იმიტო მივდივართ, რომ ეს კანონი, დიახ, მიიღონ",- ამბობს მერიის ააიპ-ის თანამშრომელი მურმან მალაზონია.
"ჩემი სათქმელი იყო არის და იქნება სამშობლო, როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე,"- ამბობს პედაგოგი ეკატერინე პარკაია.
თბილისში, პარლამენტის წინ “ქართული ოცნების” აქცია საღამოსაა დაგეგმილი.
პარალელურად, პარლამენტში “აგენტების” კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
"არა რუსულ კანონს!" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები