ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - დღეს ზუგდიდის მერიის წინ მორიგი აქცია გაიმართება
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსულ კანონს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ უსამართლობის დროს დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდნენ.

,,ძვირფასო მეგობრებო, უსამართლობის დროს დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას კრიტიკულ გზაჯვარედინზე, სადაც რუსეთის გავლენის მოსალოდნელი ჩრდილი საფრთხეს უქმნის ჩვენს გზას პროგრესისა და სუვერენიტეტისკენ. რუსული რეჟიმი აყვავდება განსხვავებული აზრის გაჩუმებით და ოფშორული ხარვეზების მეშვეობით რჩეულის გამდიდრებით, ხალხის საჭიროებებისა და მისწრაფებების უგულებელყოფით. თუ თქვენ, ისევე როგორც ჩვენ გჯერათ, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს მომავლის ქვაკუთხედი - გზა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისკენ - მაშინ თქვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს წინააღმდეგობაში. შემოგვიერთდით ზუგდიდის მერიასთან, 4 მაისს,17:30 საათზე. დადექით ჩვენთან ერთად. თქვენი ხმა და თქვენი ურყევი ერთგულება ცვლილებებისთვის უმნიშვნელოვანესია'', - აღნიშნულია სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს, პროტესტები უკვე მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია

"აგენტების" კანონი მეორე მოსმენით მიღებულია

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
16 / სექტემბერი 2024
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
16 / სექტემბერი 2024
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
16 / სექტემბერი 2024
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.