მესტიაში, სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
იპოვეს.
რადიო ,
,ათინათის” ინფორმაციით, ის ავტოსაგზაო შემთხვევის მიმდებარედ, იმ ადგილის მახლობლად ნახეს, სადაც ავტომობილი იყო გადავარდნილი.
ცხედარი ბიძამ იპოვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ცნობით, გოგონას ცხედარი მდინარე ნაკრადან უკვე ამოყვანილია. ორი სკოლის მოსწავლის ძებნა-შველის ოპერაცია კი გრძელდება. სამაშველო ბრიგადებთან ერთად, ორ მოზარდს ადგილობრივებიც ეძებენ როგორც მდინარე ნაკრასა და ნაკრას ხეობაში, ასევე, მდინარე ენგურშიც.
შემთხვევა სოფელ ნაკრაში 2 მაისს მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები, სავარაუდოდ, ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ. სამივე დაკარგული ერთმანეთის ნათესავია.
ამავე თემაზე:
ნაკრაში ამ დრომდე ეძებენ მდინარეში გადავარდნილ სკოლის მოსწავლეებს (ფოტო)
მდინარე ენგურში ავტომობილი გადავარდა - ეძებენ სკოლის სამ მოსწავლეს
მასალის გამოყენების პირობები