დღეს, 14 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 18:00 საათზე გაიმართება.
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა თავის პოსტში ქართველი პოეტის ბესიკ ხარანაულის ლექსის სტროფი გამოაქვეყნა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ კიდევ ერთხელ შეუერთდნენ "აგენტების" კანონის წინააღმდეგ აქციას.
"გაჯავრდი და განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!"
მოდი 14 მაისს 18:00 საათზე ზუგდიდის მერიის წინ. კიდევ ერთხელ შევუერთოთ ჩვენი ხმა ქვეყანაში არსებულ პროტესტს. ერთად ვუთხრათ #არარუსულკანონს!'', - წერს სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით
17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით,
1 მაისს მიიღო. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს, პროტესტები უკვე ერთი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და
მხარი დაუჭირეს. „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ.
ამავე თემაზე:
პარლამენტის ბიურომ ე.წ აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
მასალის გამოყენების პირობები