სენაკში, 25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული 21 წლის ლ.ს. თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამის შესახებ მისი უფლებადამცველი საუბრობს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალი დაკავებულს განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარედგინა. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ცივი იარაღით მკვლელობა სენაკში ორი დღის წინ, გორის
ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის დროს, რომელშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, ერთი ადაიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. მომხდარი, გამოძიების ვერსიით, ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
ამავე თემაზე:
სენაკში მკვლელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები