ზუგდიდში გრძელდება უწყვეტი აქციები “აგენტების” კანონის გასაპროტესტებლად.
მოქალაქეები კვლავ პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან შეიკრიბნენ და ბულვარის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი მცირე ხნით გადაკეტეს.
მათ ავტომობილების მძღოლები სიგნალებით უცხადებდნენ სოლიდარობას.
აქციები “აგენტების” კანონის წინააღმდეგ მეორე თვეა, მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით
მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
ამავე თემაზე:
საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში, - ემიგრანტების ხმები „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ (აუდიო)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები