ახალი ამბები
მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს
მომდევნო კვირაში, 31 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე იმსჯელებენ.

ამავე სხდომაზე განიხილება ხუთივე კომისიის ასევე ოპოზიციონერი თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხები.

10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

საკრებულოს წევრები, რომელთა გადაყენებაც მმართველ პარტიას სურს, ამბობენ, რომ მათთვის ცხადი ერთი რამ არის - ალიანსი და გარიგება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ენმ-ს შორის.

გარიგებაზე ბრალდებებს პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" და ოპოზიციონერ კოლეგებს, ამ შემთხვევაში, გახარიას პარტიისა და ენმ-ს უკვე ყოფილ წარმომადგენლებს 2021 წელს შეთანხმებას ახსენებენ. "ოცნების" წევრები იმასაც ამბობენ, რომ საკრებულო "დასაქმების ბიუროდ" იქცა და შექმნილი კრიზისი ენმ-ში არსებული დაპირისპირების შედეგია.

რაც შეეხება ენმ-სთან ალიანსს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და გამორიცხავენ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, საკრებულომ ოპოზიციონერი წევრების თანამდებობებიდან გადაყენების ინიციატივა ბოლომდე მიიყვანოს.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2024
დღეს ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებული 402 აბიტურიენტიდან 55 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შეფასებისა და
03 / ივლისი 2024
XX საუკუნის 30-იან წლებში აგრესიული ხასიათი მიიღო ანტირელიგიურმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საქართველოშიც.
03 / ივლისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.