გასულ წელს ზუგდიდში 12 751 ოჯახს სოციალური დახმარების მიღება სურდა - სტატისტიკა									
			
		
						
			
			
			
								სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2023 წელს 12 751 ოჯახი საარსებო შემწეობის მიღებაზე   
დარეგისტრირდა. ეს მაჩვენებელი 12-ით აღემატება 2022 წლის რიცხვს.
ამავე ცნობით, სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა, გასულ წელს, 5 616-ს გაუტოლდა. 
საქსტატის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პირების წილი, მოსახლეობის 1 000 კაცზე, 59.4%-ია. 
გარდა ამისა, სქესის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3867 - კაცი და 1778 - ქალი დახმარების სხვადასხვა პაკეტს იღებდა.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები