თავს დამესხა თამაზ წურწუმია, ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით - მარიამ სიჭინავა
"დროას" წევრს და აქტივისტს მარიამ სიჭინავას, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
"დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა თამაზ წურწუმია, ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე. არავის, აბსოლუტურად არავის, არ შეგრჩებათ ეს სიგიჟე", - აღნიშნავს სიჭინავა.
დაიწყო თუ არა შსს-მ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება, რადიო "ათინათი" სამინისტროდან კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები