ახალი ამბები
ანაკლიის პროექტში პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მალე დაიწყება და პროექტის წარმატებით დასრულება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამის პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება, დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%. პირველი ფაზის საორიენტაციო-საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაზრდის თვალსაზრისით. 

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC)) აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს დასრულდა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
18 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვლადისლავ კულიკოვი გალის მე-2 სკოლის დირექტორს ახრა კვეკვესკირს და გალის რაიონის „რეგიონული საგანმანათლებლო განყოფილების“ წარმომადგენელს უფროსის პაატა გამახარია შეხვდა, წერს „გალმედია“.
18 / სექტემბერი 2024
Erasmus+ წლებია ხორციელდება საქართველოში, რას სთავაზობს ევროკავშირის საგრანტო პროგრამა სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების თუ კვალიფიკაციის
18 / სექტემბერი 2024
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ვებ გვერდი ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.