წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემიის აღსაზრდელები იტალიაში, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე
ვკითხულობთ.
წალენჯიხის გუნდმა ტურინში, ბრიტანეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 12:1 მოიგო.
ამავე ცნობით, საღამოს ქართველი ფეხბურთელები ლოს ანჯელესის წინააღმდეგ ითამაშებენ.
შეგახსენებთ, წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად 30 მაისს გაიხსნა. გახსნას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე ესწრებოდა.
ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე თემაზე:
ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიას ესტუმრა (ფოტო)
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა - "ლელო"
იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია წალენჯიხაში-მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები