საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
,,ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია'', - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დეპარტამენტის განმარტებით, საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში.
ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა რამდენიმე საათით
9 ივნისსაც იყო შეზღუდული.
მასალის გამოყენების პირობები