ახალი ამბები
ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი
ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრებს სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. მათგან ერთი - 7 მძიმე ჭრილობით - ყელის, თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში - ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს მოძრაობა და ფოტოს აქვეყნებს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ", - აცხადებს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.


ამავე თემაზე:

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

დაპირისპირება ბალდაში და მხარეების ბრალდებები (ფოტო)

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო

"კანიონ 350"-ის წინააღმდეგ გამოწერილი ექვსი ჯარიმა სასამართლომ გააბათილა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2024
დღეს ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებული 402 აბიტურიენტიდან 55 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შეფასებისა და
03 / ივლისი 2024
XX საუკუნის 30-იან წლებში აგრესიული ხასიათი მიიღო ანტირელიგიურმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საქართველოშიც.
03 / ივლისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.