ახალი ამბები
გალში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობა და ახალგაზრდული კლუბი გაიხსნება
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება გალის რაიონში წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს გახსნის, წერს „აფსადგილ ინფო“, გალის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, მათ გადაწყვეტილება, საპრეზიდნეტო ლიცეუმის „სირიუსის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს მიიღეს.

„მათი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გალის რეგიონის ახალგაზრდობა საერთოდ არ განიხილავს სწავლის რუსეთში გაგრძელებას - ისინი უბრალოდ მიემგზავრებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პრობლემას ვაწყდებით უკვე მრავალი წელია, “ - აღნიშნეს ე.წ. ადმინისტრაციაში.

„ახალგაზრდული კლუბის შექმნა ხელს შეუწყობს ბავშვების თავისუფალი დროის დაკავებას და გააცნობს მათ რუსეთის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. კლუბის მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ საგზურები „არტეკის“ ბავშვთა ბანაკში და წარმოადგინონ რესპუბლიკა რუსეთში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საგანმანათლებლო სესიებზე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს ე.წ. ადმინისტრაციის ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი ბაჩუკი ეხვაია უხელმძღვანელებს.


ამავე თემაზეგალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

DRI გალში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბრობს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2024
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია. შსს-ს ინფორმაციით, ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის
18 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვლადისლავ კულიკოვი გალის მე-2 სკოლის დირექტორს ახრა კვეკვესკირს და გალის რაიონის „რეგიონული საგანმანათლებლო განყოფილების“ წარმომადგენელს უფროსის პაატა გამახარია შეხვდა, წერს „გალმედია“.
18 / სექტემბერი 2024
Erasmus+ წლებია ხორციელდება საქართველოში, რას სთავაზობს ევროკავშირის საგრანტო პროგრამა სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების თუ კვალიფიკაციის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.