საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება.
სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგების ფულადი ანაზღაურების ზრდა შემდეგნაირად გადანაწილდება:
500 ლარით - 21 000-მდე მასწავლებელს.
600 ლარით - 8000-მდე პედაგოგს.
700 ლარით - 5000 -მდე დასაქმებულს.
800 ლარით - 3000 - მდე მასწავლებელს. ეს რიცხვი კი ჯამში, ამ სფეროში დასაქმებულთა 70%-ზე მეტს შეადგენს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელფასო რეფორმის პარალელურად, იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე, ახალი სახელფასო სისტემა კი, ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და არსებულ სტატუსებს.
მასალის გამოყენების პირობები