რეგიონი
2019-2022 წლებში UNDP-მა მარტვილში აგრარული ბაზრის მშენებლობა და სავაჭრო პავილიონების მოწყობა დააფინანსა - მარტვილის მერია
"გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2019 და 2022 წლებში უცხოური დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

კერძოდ, "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" მიერ რადიო "ათინათისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მათ მარტვილის მერიისგან გამოითხოვეს, UNDP-მა 2019 წელს მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა 60 000 ლარით დააფინანსა.

ასევე, 2022 წელს, მარტვილის კანიონის მიმდებარედ, სავაჭრო პავილიონების განთავსება-მოწყობისთვის UNDP-მა ადგილობრივ ხელისუფლებას 62 803 ლარი გამოუყო.

საჯარო ინფორმაციაში წერია, რომ ორივე პროექტი დასრულებულია.

შეგახსენებთ, რადიო"ათინათი" დაინტერესდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 2013-2024 წლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხით. ჩვენ სხვა მუნიციპალიტეტების პასუხებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.


ამავე თემაზე:

2013-2023 წლებში უცხოური დაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა - ჩხოროწყუს მერია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
16 / სექტემბერი 2024
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
16 / სექტემბერი 2024
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
16 / სექტემბერი 2024
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.