სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლოგუამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განთავსებული
ტრენაჟორი, დაახლოებით, ერთი თვეა დამტვრეულია და ვერ ახერხებს ისარგებლოს სავარჯიშო მოედნით.
"ქალაქში, streetworkout-ის სავარჯიშო, ამის მეტი არ არის (ისიც არასრული), რომლის ფილოსოფია გაფასიანების პოლიტიკას ჩანასახშივე ეწინააღმდეგება. ამ ფასიან სივრცეში თვეზე მეტია შედუღების აპარატი ვერ მოიძებნა, რომ ეს შეადუღაბონ?", - წერს ის.
რადიო
"ათინათი" ამ საკითხზე ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელს შალვა აგუმავას დაუკავშირდა. მისი თქმით, დაზიანების მიზეზი ვანდალიზმი არ არის და ის ვარაუდობს, რომ სავარჯიშო ინვენტარი თავიდანვე დეფექტიანი იყო.
"შესაკეთებლად საჭირო მასალები უკვე ნაყიდია და უახლოეს დღეებში აპირებენ დამტვრეული ნაწილების შედუღებას. სავარჯიშოები აღდგება, ალბათ, 10 დღეში", - ამბობს ის.
სავარჯიშო ტრენაჟორები ბოტანიკურ ბაღში მისი რეაბილიტაციის დროს დამონტაჟდა.
ფოტო: დავით ლოგუას ფეისბუქ გვერდი
მასალის გამოყენების პირობები