2020-დან 2022 წლის ჩათვლით, უცხოური დონორი ორგანიზაციების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი
მერიისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც რადიო
"ათინათს" "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა" მიაწოდა.
კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ პროექტებს:
2020 წელს, UNDP-მა (გაეროს განვითარების პროგრამა), „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ“ და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ“ (ADC), ტურისტული მიზიდულობის ცენტრის, სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციის მოწყობა დააფინანსეს. მისი ბიუჯეტი 80 000 ლარს შეადგენდა.
2020-2021 წლებში, 212 315 ლარის ღირებულების, 110 მოზარდზე გათვლილი საბავშვო ბაღი დანიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით აშენდა.
ზემო ჭალადიდში, ბორანის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის, ტურისტული და საკემპინგე სივრცის მოწყობის სამუშაოებისთვის UNDP-მა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ“ (SDC) და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ“ 169 820.91 ლარი გამოყვეს.
შეგახსენებთ, რადიო
"ათინათი" დაინტერესებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 2013-2024 წლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხით. ჩვენ უკვე მივიღეთ მარტვილის, ჩხოროწყუს, აბაშისა და სენაკის მერიების პასუხები. საჯარო ინფორმაციას ველოდებით სხვა მუნიციპალიტეტებისგანაც და მათ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე თემაზე:
2021 წელს აბაშაში UNDP-მა აგრარული ბაზრისა და ყავის ჯიხურის მოსაწყობად 82 362 ლარი გამოყო - აბაშის მერია
2019-2022 წლებში UNDP-მა მარტვილში აგრარული ბაზრის მშენებლობა და სავაჭრო პავილიონების მოწყობა დააფინანსა - მარტვილის მერია
2013-2023 წლებში უცხოური დაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა - ჩხოროწყუს მერია
მასალის გამოყენების პირობები