ახალი ამბები
ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი
"ანაკლიის პორტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია, კიდევ უფრო გააღრმავოს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში.

"ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის", - განმარტა მან.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.



ამავე თემაზე:

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი

ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი

ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად - პეტრე ცისკარიშვილი

ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - მინისტრი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.