ახალი ამბები
ბჟანიას „აპარტამენტების“ კანონი აფხაზეთში „გაზპრომის“ ინტერესების გასატარებლად სჭირდება - მედია
აფხაზი ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელიც აქტიურად ლობირებს „აპრტამენტების“ შესახებ კანონპროექტს, მისი მიღების ერთ - ერთ მთავარ არგუმენტად აფხაზეთის გაზიფიკაციას ასახელებს. ამის შესახებ აფხაზური ინტერნეტგამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წერს.

„ჩვენ გვაქვს გეგმები აფხაზეთის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები უკვე გვეყოლება. ესეც ბიზნესია, თუ გაზპრომი შემოდის მშენებლობით, მას გაყიდვები უნდა ჰქონდეს და ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ეს იქნება ის ხალხი... პოტენციური მომხმარებლები. ასე მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა ბჟანიამ.

გამოცემის თანახმად, რუსი ბიზნესმენების ინტერესებში არა ოჩამჩირე, გალი და ტყვარჩელი, არამედ „აფხაზეთის სანაპირო ზოლი შედის, კოდორიდან რუსეთ - აფხაზეთის საზღვრამდე“.

„გაზპრომს სჭირდება კლიენტები და ამისთვის ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვიტა აფხაზეთში დიდი რაოდენობით ხალხი ჩაასახლოს“, - ვკითხულობთ მასალაში. 

ცოტა ხნის წინ, ბჟანიამ ოჩამჩირეში გასვლითი თათბირი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ „აპარტამენტების“ შესახებ კანონის მიღება, „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს" 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა. მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებთსნ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშ აშუბა გამოვიდა, მან შეკრებილებს მიმართა და პირობა მისცა, რომ „აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად, „სხდომა რეგლამენტის შესაბამისად დაინიშნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამის შესახებ 5 დღით ადრე ეცნობება“.

სწორედ ასლან ბჟანიაა "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი.

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.