ახალი ამბები
კვორუმის არარსებობის გამო ზუგდიდის საკრებულოში სხდომა მეორმოცედ ჩაიშალა
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სხდომებს არ ესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და"ქართული ოცნების" დეპუტატები. შესაბამისად, საკრებულოში, დაახლოებით, სამი თვეა  სხვადასხვა საკითხის განხილვა შეფერხებულია. 

"მათი ბოიკოტის ფონზე, შეჩერებულია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ლარის ასახვა, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 710 000 ლარის დამატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის 1700 დევნილისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური კონცეფცია. მოვუწოდებ, ქართულ ოცნებას, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, გამოცხადდნენ სხდომებზე და ნუ აფერხებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას", - განმარტა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 8 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 10 აპრილს დაარეგისტრირეს. 31 მაისიდან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეფერხებულია. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში არ გამოცხადდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.

განახლებულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენებას კენჭი უნდა უყარონ.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა, სხდომა 30-ედ ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიის ხელმძღვანელების გადაყენება 21-ედ გადაიდო

საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის გადაყენება უნდა განიხილონ, დროებით გადაიდო

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: "გაიგეთ ჩვენი ხმა", ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
22 / ოქტომბერი 2024
26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
22 / ოქტომბერი 2024
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
22 / ოქტომბერი 2024
დღეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.