სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ამასთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული.
სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეექვსე დღეა ეძებენ.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკრგულის ოჯახის ახლობელმა ანა წერედიანმა 25 ივლისს გაავრცელა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112 - ში მოქალაქეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 24 ივლისს შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები