ახალი ამბები
აფხაზი მოხალისეები „დონბასის ველური ბატალიონიდან“ კურსკის ოლქში გადაისროლეს
აფხაზი მოხალისეები კურსკის ოლქში გადაისროლეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „გრძელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობა“.
„დონბასის ველური დივიზიის“ მეთაურის, აფხაზი მებრძოლის ახრა ავიძბას შეტყობინებაში ნათქვამია, რომ  "უმაღლესმა მთავარსარდალმა" (ვლადიმირ პუტინი - რედ.) კურსკის ოლქის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ჩვენ სახმობად დიდი დროა არაა საჭირო, გამოვცხადდით დასახმარებლადათ", - წერს ის.  

2023 წლის ნოემბერში ახრა ავიძბამ „დონბასის ველური ბატალიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა:

„ჩვენ გავფართოვდით, „პიატნაშკა“ ერთი დანაყოფია. ხალხი რომ არ შევზღუდოთ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „დონბასის ველური დივიზია“, რომელშიც სხვა დანაყოფებიც შედიან“

„ეხო კავკაზას“ თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკის ოლქის სუჯის და კორენევსკის რაიონებში. ეს ტერიტორია უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 7 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბატალიონ „პიატნიშკის“ მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, "ომის დროს ზემდგომის ბრძანების შეუსრულებლობისთვის" და "საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარისთვის". ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BRIEF იტყობინებოდა. 

მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს აღძრულ დადგენილებაში, ნათქვამია, რომ ავიძბა "იგივე დონის თაამდებობაზე გადაიყვანეს" ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქვეითი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, თუმცა დათქმულ დროს დანაყოფში არ გამოცხადდა და არგუმენტად ბრძანების უკანონობა დაასახელა. დოკუმენტის თანახმად, მისმა მოქმედებებმა არსებითი ზიანი მიაყემა სამსახურის ინტერესებს.

ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითგამოცხადებული "დნრ"-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დამფუძნებელი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა "პიატნაშკა".

ავიძბა აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა.
ოპოზიციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრას ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის ალხასის (ხასიკი) მკვლელობა გახდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.

იმავე წლის 9 ნოემბერს მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო.

გამოცემის ინფორმაციით, 2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება.

„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი-უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე, სახელწოდებით „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა სოხუმში ჩავიდა.

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები, ძირითადად, „პიატნაშკას“ ბატალიონში ირიცხებოდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე "დონბასის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში" დაღუპული თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ფოტო : როიტერი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2024
სამეგრელოში ცნობილი იყო მარებლობის ანუ შუამავლობის სხვადასხვა ტიპი.
19 / სექტემბერი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ტყის ქვედა საფარს ხანძარი გაუჩნდა.
19 / სექტემბერი 2024
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძრაობის "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.