ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ინფორმაცია რადიო
,,ათინათს’’ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვები კლინიკაში გადაიყვანა და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები