სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ დოროფეი (დბარი) დაესხნენ თავს, იუწყება ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალი“.
ამავე ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელია ლიხნიში
„წმინდა ხის“ დაზიანების მონაწილე ძმებიდან ერთ- ერთი, გვარად ბაღათელია. მამაკაცი სასულიერო პირს ცარიელ დერეფანში ჩაუსაფრდა, რამდენიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო სტუდენტების დერეფანში შესვლისთანავე გაუჩინარდა.
ტელეგრამ არხი წერს, რომ დოროფეი დბარის განცხადებით, „მას კითხვები არ აქვს ფსიქიურად დაავადებული ადამიანის მიმართ, მას კითხვები აქვს სამართალდამცავებიასა და ახლობლების მიმართ“.
აქვე აღნიშნულია, რომ ბაღათელია
ლიხნის ცაცხვთან დაკავშირებით დოროფეის (დბარი) მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა აღაშფოთა, ის ცდილობდა სასულიერო პირთა შეხვედრას ახალი ათონის მონასტერში თუმცა, ეს შეხვედრა არ შედგა.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი არ ცნობენ ქართული ეკლესიის ძალაუფლებას.
ამავე დროს, მართლმადიდებლური სტრუქტურების სახით ორი თემი ფუნქციონირებს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით და მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მეთაურობით, რომელიც ახალ ათონში მოქმედებს.
მედიის ინფორმაციით, პერიოდულად, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მოითხოვს „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებისგან, გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ, რაც ხშირად დავის მიზეზი ხდება.
მასალის გამოყენების პირობები