ზუგდიდიში, ძლიერმა ქარმა მე-2 საჯარო სკოლის ეზოში მრავალწლიანი ხე მოგლიჯა.
რადიო
,,ათინათის'' ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ საჯარო სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს.ქალაქში ძლიერი ქარი ბოლო რამდენიმე საათია ქრის.
უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი 30 სექტემბრის ჩათვლით
იქროლებს.
მასალის გამოყენების პირობები