ახალი ამბები
ჩვენი პოზიცია უცვლელია , - სოხუმში კალაძის განცხადებას პასუხობენ
სოხუმში თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებიან და თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებენ.  განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


"გავეცანით მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმულ მზადყოფნაზე, მიიღონ კონკრეტული ზომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დასახმარებლად.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს.

ქართველ პოლიტიკოსებს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" და სხვა მითიური ტერმინების შესახებ არარეალურ სტერეოტიპებზე წინასაარჩევნო სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავად უნდა იზრუნონ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე.

რაც შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.

რაც შეეხება მომავალში მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - წერია განცხადებაში.

კახა კალაძემ 29 სექტემბერს თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მზადაა, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
დღის სიახლეები
04 / ოქტომბერი 2024
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
04 / ოქტომბერი 2024
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.
04 / ოქტომბერი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 3 შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებ გვერდზე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.