ენგურის ხიდზე მიმოსვლა დღეიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვტილება, 18 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების საბჭოს“ სხდომაზე მიიღეს.
ამავე ცნობით,
ენგურის ხიდის ჩაკეტვა დაკავშირებულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების“ თავიდან ასაცილებლად.
აკრძალვა არ შეეხება ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე „აფხაზეთის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან“, ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 22 ოქტომბერს, სოხუმში განაცხადეს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,
გალის რაიონში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ.
მასალის გამოყენების პირობები