ახალი ამბები
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილული 7 საჩივრიდან ყველა მათგანი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.

მისი თქმით, საჩივრების რაოდენობა, ფაქტობრივად, ხუთი იყო, რადგან სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთობლივად ჰქონდა ერთი საჩივარი წარმოდგენილი, რომელიც ცალ-ცალკე იყო რეგისტრირებული.

"ორი საჩივარი "ლელოსა" და "ენმ"-ს მხრიდან იყო. დაყენებული მოთხოვნა იყო 67-ე ოლქის 70-ვე უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა, რაც არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაც შეეხება დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საიას ჰქონდა ზოგადი შინაარსის ერთი საჩივარი და მეორე - კონკრეტულად ხუთ უბანზე ითხოვდა გადათვლას. სკანირებული ვერსიაში ასახული მონაცემები არ ემთხვევა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს. სხდომაზე განიმარტა თუ რამ გამოიწვია ეს. პირველადი მონაცემის ატვირთვის შემდეგ, ხელით ხდება გადათვლა და სწორედ ხელით გადათვლაა უპირატესი. გადასატანი ყუთის ამომრჩევლების ბიულეტენების დასკანერება ხდება ხმის დათვლის აპარატში. ერთ-ერთი უბნის გადასატან ყუთში ბიულეტენი სველი იყო და აპარატში ვერ დაფიქსირდა, შესაბამისად, ის, როგორც ნამდვილი ხმა დაიდო და დაემატა ყუთიდან ამოსულ ბიულეტენებს.არც აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა ", - თქვა მან.

მესხმა ასევე დაადასტურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის სხდომიდან გაძევების ფაქტი. მისი თქმით, ის ხელს უშლიდა და ამცირებდა კომისიის წევრებს, რის შემდეგაც რამდენჯერმე გააფრთხილეს და საბოლოოდ, კომისიური გადაწყვეტილებით, გააძევეს სხდომიდან.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივრებიც, რომლებიც მე-9 და მე-12 უბანზე დამკვირვებლების გაძევებას ეხება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დღის სიახლეები
05 / ნოემბერი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
04 / ნოემბერი 2024
საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ საკუთარ ვებ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
04 / ნოემბერი 2024
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ქარბუქიც. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.