ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ .
ტელეგრამის არხების ინფორმაციით, აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტის ამგვარ განსაზღვრებას და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

ტელეგრამის არხის RESPUBLICA - ს ცნობით, პარლამენტის შენობასთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც დაშავდა „საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის მხარდამჭერი ერთ-ერთი დეპუტატი “.

უფრო ადრე, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბმა “Апсны Хабар” - მა, ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.

„მიწასთან, გირაოსთან და ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებული მუქარა რეალურ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს, ეს ფაქტიურად აფხაზური მიწების სამუდამოდ გასხვისების გზაა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

დღის მეორე ნახევარში აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასლან ბჟანიამ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. კანონს „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ და დოკუმენტი ძალაში შევიდა.

ცნობისთვის, „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ივლისში უკან გაიწვია.

ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას. 

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდის და მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს "ოლიგარქიის გაფართოებას".

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.