სოხუმში აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ.
პროტესტის მონაწილეები რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოდიან და მოითხოვენ, სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პარლამენტში
ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები