აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის .წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, მას შემდეგ, რაც სოხუმში მომტინგეები „პარლამენტში“
შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს, განაცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავს.
“მე გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად“, - ამბობს წუხელ, გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, "პრეზიდენტმა" რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.
ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ, რომ სანამ ბჟანიას დაცვის უფროსი ხალხის ყურადღების გააფანტვას ცდილობდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა პროტესტის მონაწილეებთან, აფხაზი ლიდერის დაცვის წევრებმა ის მიწისქვეშა გადასასვლელით გაიყვანეს შენობიდან.
ამავე ცნობით, ბჟანია ვლადისლავ სურკოვის რეზიდენციაში, დაცვის ქვეშ იმყოფებოდა და მოსკოვსა და სტამბოლთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა საკამათო კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა და პარლამენტის დათხოვნა.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, ბჟანიას პრესსამსსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“
გაწვევის შესახებ.
გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა „ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს“.
15 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში
ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. 11 საათზე ჩანიშნული სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების სდღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.
მასალის გამოყენების პირობები