რეგიონი
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

,,ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას. მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან გამოხატონ პოზიცია და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყანის მასშტაბით’’, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ისინი მიიჩნევენ, რომ ქართველ სტუდენტებს აქვთ პასუხისმგებლობა იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, ხოლო მათი უფლებები კი დაცული.

,,ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ნამდვილად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას! უნივერსიტეტი ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ბირთვი, სადაც შეიკრიბა საქართველოს გამჭრიახი, კრიტიკული აზროვნების ნაყოფიერი გონება. დღეს კი, ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩანერგვა ხდება. ჩვენი ხმა, ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლება და მომავალი – ყველაფერი ამას მოითხოვს. არა მოპარულ არჩევნებს! ჩვენი ხმა - ჩვენი არჩევანი!''.

ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.