საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველს მიმართავს.
„გამოფხიზლდით! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკესი, დაუნდობელი, რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება!", — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა
სოციალურ ქსელში.პრეზიდენტი ემიგრანტებს სთხოვს გამოხატონ პოზიცია პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილი 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში დასძენს, რომ მისი მიმართვა ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და საელჩოებთან იდგა.
მასალის გამოყენების პირობები