დღეს, 30 ნოემბერს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში საპროტესტო მიტინგის დროს დაშავებულ კოლეგებს.
აქციის ერთ - ერთი მონაწილე ტელეკომპანია ,,ფორმულას'' სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი - დავით მანია, რადიო
,,ათინათთან’’ ამბობს, რომ დაშუვებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მით უმეტეს, ფიზიკური ანგარიშსწორება.
,,სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დაშავებულ კოლეგებს, ყველას ვინც ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით არის წნეხის ქვეშ და ჩემმა კოლეგამ გურამ როგავამ, დღეს როგორც ეთერში თქვა მინდა მივუსამძიმრო იმ კოლეგებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო დღეს არ არიან აქ, ეს შეიძლება არ იყოს მათი პერსონალური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ამ პროგაგანდისტული მანქანის ერთ - ერთი ნაწილი, სადაც ეს ადამიანები ტყვეობაშია არიან და იმედი მაქვს რომ მათი გამოხსნაც მოხერხდება ახლო მომავალში’’, - გვითხრა დავით მანიამ.
ინფორმაციისთვის, 28-29 ნოემბერს პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას, არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის, „ფორმულას“ ჟურნალისტი, ზუგდიდელი გურამ როგავა.
მასალის გამოყენების პირობები