ახალი ამბები
აფხაზეთში მოსახლეობას დღისით მხოლოდ 2 საათით და 48 წუთით მიეწოდება ელექტროენერგია , - „ჩერნომორენერგო“
აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღისით, ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება, კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება ახალი გრაფიკის შესახებ, რომელიც ენერგომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად დააწესა.

ამასთან ერთად, სოხუმში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში მდებარე ენგურჰესის ერთადერთი ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერებულია , „წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონისა და არასაკმარისი ნაკადის გამო“.

ამავე ცნობით, 9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტად მხოლოდ ღამის საათებში ხორციელდება.

უფრო ადრე, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“. მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმს მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის კომერციული ფასის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს ნაწილიბრივ შეუჩერა დაფინანსება, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო, რაც ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც „აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ“.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ. 

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
18 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული საპროტესტო აქციები გრძელდება. ორგანიზატორების ცნობით, ამჯერად ლოკაცია იცვლება და დღეს, 16:00 საათზე, აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ნაცვლად, მერიის შენობის წინ გაიმართება.
17 / დეკემბერი 2024
დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეს, ზუგდიდში, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ ფერადი ქოლგებითა და საწვიმრებით და საპროტესტო აქციას მართავენ.
17 / დეკემბერი 2024
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.