ახალი ამბები
კურსკიდან ბიჭვინთაში გადაასვენეს რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი მოხალისის ცხედარი
ოკუპირებული აფხაზეთის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ თანამშრომლებმა დე ფაქტო რესპუბლიკაში ბიჭვინთის მცხოვრების, ოლეგ მიხალიოვის ცხედარი გადაასვენეს.  
ამავე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, „კურსკის რაიონში უკრაინის სამხედრო ფორმირებებთან ბრძოლაში დაიღუპა“.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სოხუმში სეპარატისტული დონბასიდან გადაასვენეს, რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის, გუდაუთის რაიონის სოფელ ჯირხვას მცხოვრების, გოგი აჟიბას ცხედარი, რომელიც 27 ნოემბერს კრასნოარმეისკის რაიონში დაიღუპა.

ტელეგრამის არხები სექტემბერში იტყობინებოდნენ, კურსკის ოლქის სუჯანსკის რაიონის სოფელ კირეევკასთან, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, აფხაზეთის მცხოვრების იგორ ხეციას დაღუპვის შესახებ.  ის ბატალიონ „პიატნაშკაში“ ირიცხებოდა. 

აგვისტოს დასაწყისში, „დონბასის ველური დივიზიის“ მეთაურმა ახრა ავიძბამ დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები „დონბასის ველური ბატალიონიდან“ კურსკის ოლქში გადაისროლეს.

2023 წლის ნოემბერში მან განაცხადა , რომ „პიატნაშკა“, რომელიც თავად ჩამოაყალიბა, გაფართოვდა და შეიქმნა „დონბასის ველური დივიზია“.

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები, ძირითადად, „პიატნაშკას“ ბატალიონში ირიცხებოდნენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციას ითხოვს. მისი თქმით, საუბარია „ორმაგი, აფხაზეთის და რუსეთის მოქალაქეობის“ მქონე სტუდენტებზე. მისივე თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შამბას შვილიშვილსაც მოსთხოვეს სამხედრო კომისარიატში რეგისტრაცია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. იმავე წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
30 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროტესტის 64-ე დღეს, სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
30 / იანვარი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილებისთვის გათვალისწინებულ 45-ლარიან დახმარებას 59 388 ადამიანი იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში ვკითხულობთ.
30 / იანვარი 2025
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში სროლა იყო, შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას, "აიაირა" ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.