აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ განცხადებით, „სასამართლოს დასკვნის შედეგების საფუძველზე“ ისინი „აფხაზეთის სახალხო კრებას“ მიმართავენ ადგურ ხარაზიასთვის „დეპუტატის“ იმუნიტეტის მოხსნის და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.
მანამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო
სხდომა გამართა „პარლამენტში“ მომხდარ საგანგებო ინციდენტთან დაკავშირებით.
გუნბამ „გენერალური პროკურატურას“ და სამართალდამცავ უწყებებს „კოორდინირებული ქმედებებისა და ყოვლისმომცველი სამართლებრივი ზომების გატარებისკენ“ მოუწოდა, „პარლამენტში“ მომხდარ წროლაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ ადგურ ხარაზიას ადგილმდებარეობის დასადგენად.
19 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტში მომხდარი სროლის შედეგად, „დეპუტატი“
ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დაჭრილია კან კვარჩია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სროლაში ეჭვმიტანილი "დეპუტატი" ადგურ ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მასზე ძებნაა გამოცხადებული.
თვითმხილველი „დეპუტატების“ ინფორმაციით, კონფლიქტი კან კვარჩიასა და ადგურ ხარაზიას შორის, „საკომიტეტო“ სხდომაზე წარმოიშვა, რა დროსაც, მაინინგის და კრიპტოვალუტის უკანონოდ მოპოვების ამკრძალავი კანონპროექტი განიხილებოდა.
მასალის გამოყენების პირობები