აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ცესკომ“ ოლეგ ბარციცი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა, საინიციატივო ჯგუფის წინადადებით.
„აფსნიპრესის“ თანახმად, საინიციატივო ჯგუფის წევრებს გადაეცათ რეგისტრაციის მოწმობა და ხელმოწერის ფურცლები. მათ უნდა შეაგროვონ მინიმუმ 2000 და არაუმეტეს 2500 ამომრჩევლის ხელმოწერა.
ამავე ცნობით, 2019 წლის „არჩევნებში“ ოლეგ ბარციცმა „ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ოლეგ არშბასთან ერთად. შემდეგ მათ მხარი ალექსანდრე ანქვაბმა დაუჭირა.
ტელეგრამის არხის „ეხო აბხაზიის“ ცნობით, დღესვე „აფხაზეთის სახალხო პარტია“ დარეგისტრირდა „ცესკოში“. პარტიის „საპრეზიდენტო“ კანდიდატს ხვალ, 26 დეკემბერს ყრილობაზე დაასახელებენ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „პრეზიდენტობისთვის“
ბადრა გუნბა იბრძოლებს, რომელიც ამჟამად, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობას ასრულებს.
აქვე ვკითხულობთ, რომ საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია 6 იანვრამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი, 10 დღის განმავლობაში, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია გაგრძელდება.
ცნობისთვის, ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს
გადადგა. პოსტი დატოვა “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმაც.
15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.
მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის
დაფინანსება.შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო
არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები