ახალი ამბები
აფხაზური მედია „ვარდნილჰესი II “- ის „რეიდერული მიტაცების“ შესახებ
აფხაზური ტელეგრამის არხი „აიაშარა“ „ვარდნილჰესი II “- ის „რეიდერული მიტაცების“ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მასში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში მდებარე უმოქმედო ელექტროსადგურზე ე.წ. პარლამენტის „დეპუტატმა“ რეზო ზანთარიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და "სადგური მის კუთვნილებაშია". თუმცა, მათივე თქმით, დე ფაქტო მთავრობაში, არავის განუცხადებია მისი არც გასხვისების, არც იჯარით გაცემის თაობაზე.

"რის საფუძველზე მიისაკუთრა ზანთარიამ სახელმწიფო ობიექტი? არსებობს ამასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტაცია? თუ კი, ვინ აწერს მას ხელს? რაც მთავარია, რატომ გადაეცა ხალხის კუთვნილი ობიექტი კერძო პირს ხალხის ზურგს უკან?! ჟურნალისტებმა კორუფციული სქემა მოვნიშნეთ და ახლა ბურთი გენერალური პროკურატურის მოედანზეა", - ნათქვამია "აიაშარას" მიერ მომზადებულ მასალაში.

ცნობისთვის: "ვარდნილჰესები" ენგურჰესის კომპლექსის შემადგენლობაში შედიან. ამ ეტაპზე, სრულად მხოლოდ ერთი - "ვარდნილჰესი I "- ია აღდგენილი, რომელიც სრული დატვირთვით (220 მეგავატი) მუშაობს.

რაც შეეხება დანარჩენ სამს, 2021 წელს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია აცხადებდა, რომ ისინი ქართული მხარის ბალანსზე იყო და თბილისში მათი აღდგენის სურვილიც გამოთქვეს, თუმცა სოხუმი უარზე იყო და აცხადებდა, რომ ობიექტის კომპანია "სოხუმი ჰესისთვის" არის დაგეგმილი. თუმცა ამ შემთხვევაში, აფხაზური მხარე უსასყიდლოდ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20%-ს მიიღებდა.

ტელეგრამის არხის „ეხო აბხაზიის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობის“ მეთაურმა ვალერი ბგანბამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს „ვარდნილჰესი II“ -ზე მუშაობის შეჩერება დაავალა. მისი თქმით, „რეზო ზანთარია მუშაობს იქ, თუმცა, ამის შესახებ არავინ დაუუწყებია, რადგან, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს „პარლამენტის“ გადაწყვეტილება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე რეზო ზანთარია „ვარდნილჰესი II - ის“ რეიდერული მიტაცების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, გავრცელებული ცნობები შეიცავს ცრუ ინფორმაციას, როგორც ამ სადგურის „იურიდიული სტატუსის“, ასევე მის შესახებ.


„მე ვპასუხობ ყველას, ვისაც აწუხებს „ვარდნილჰესი - II“ - ის ბედი. დავიწყებ იქიდან, რომ როცა ეს ჰიდროელექტროსადგური დაინგრა, გაძარცვეს, ლითონი კი ჯართში ჩააბარეს, სხვადასხვა ქვეყანაში, ის არავის აინტერესებდა - არც ხელისუფლებას და არც სამოქალაქო საზოგადოებას. როდესაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ და შეეძლოთ მუშაობა, მაშინვე გაჩნდნენ „სიმართლისთვის მებრძოლები“. ვისაც რეალურად სურს იცოდეს სიმართლე ვარდნილჰესი 2 - ის შესახებ, გირჩევთ, შეისწავლოთ როგორც ჩვენი ქვეყნის კანონები, ასევე ამ სადგურის შესახებ დოკუმენტაცია“,- წერს ის ბრადლებების პასუხად.

ენგურჰესის ადმინისტრაციას ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
04 / იანვარი 2025
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები, მასწავლებლები, სტუდენტები და აბიტურიენტები უკვე 38- ე დღეა იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან.
04 / იანვარი 2025
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს პოსტს ეხმაურება და წერს: „ვიღებ მოწვევას“.
04 / იანვარი 2025
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.